გიორგი გახარიამ პროკურატურა დატოვა

გიორგი გახარიამ პროკურატურა დატოვა

22-01-2025, 19:01 - 2025
695
       

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პროკურატურა დატოვა.
 
გამოკითხვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გიორგი გახარიამ არ უპასუხა.
 
მისი თქმით, ის ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის
 
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ.  არსებული ინფორმაციით, 15 იანვარს მომხდარ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.
 
21 იანვარს გიორგი გახარიას პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის ჩანაწერები სერვერებიანად სრულიად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები