ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

18-01-2025, 14:30 - 2025
3 178
       

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
 
ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე კი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
 

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ111-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები