საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესია აუტანელია. Military aggression launched by Russia against Ukraine is totally intolerable. We #StandWithUkraine and call on our international partners to give a strict response to the violation of the international law by Russia and ensure the de-escalation of the situation.
მინისტრის თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესია სრულიად აუტანელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, - წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.