ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ - ჟერმენის“ ფეხბურთელია.
ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ „პსჟ“-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. კვარაცხელია „პსჟ“-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს.