სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა

სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა

27-01-2022, 18:23 - 2022
770
       

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა კაცობრიობის განვითარების უმთავრეს ძალად უნდა ვაქციოთ.

„27 იანვარი ჰოლოკოსტის, ცივილიზებული სამყაროს არსებობის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი სისასტიკის ხსენების საერთაშორისო დღეა.

ამ ენით გამოუთქმელი ტრაგედიის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება.


ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა ვაქციოთ  კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები