პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს
24-02-2022, 13:00 - 2022
1 090

„სამწუხაროდ, ვერ მოხდა ომის თავიდან აცილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის საკითხზე პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, ვერ მოხდა ომის თავიდან აცილება. ახლა მთავარი არის, რომ შეჩერდეს ეს ომი. აქ გადამწეყვეტი სიტყვა ეთქმის საერთაშორისო საზოგადოებას. მათ აქვთ ის ინსტრუმენტები, რომ მოახდინონ ზეგავლენა და შეჩერდეს ომი. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ. დღეს ერთადერთი ამოცანა ომის შეჩერებაა. არ მგონია პარლამენტის საგანგებო სხდომა საჭირო იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა