საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას გამოეხმაურა. Georgian nation ??shocked by the Russian agression in Ukraine. We stand in solidarity with the Ukrainian people and call for a halt of the military operations #SlavaUkraini
ზურაბიშვილი თქმით, საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და რუსეთს სამხედრო ოპერაციების შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ რუსეთს სამხედრო ოპერაციების შეჩერებისკენ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.