გუდაური - კობის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური - კობის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

14-01-2025, 23:25 - 2025
3 799
       

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
 

„გარემოს ეროვნული გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზებზე აკრძალულია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები