ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

24-02-2022, 12:39 - 2022
511
       

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - წერს ღარიბაშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები