აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნება“ არ მიიწვიეს

აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნება“ არ მიიწვიეს

10-01-2025, 14:56 - 2025
1 681
       

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლებს არ მიუღიათ.
 
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.
 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ტრამპის ინაუგურაციაის ცერემონიალზე დასასწრების მიწვევა ე.წ. პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსაც არ მიუღია.
 
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიდის.
 

„მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები