შევიკრიბოთ დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე - ხოშტარია უკრაინის სოლიდარობის აქციას აანონსებს

შევიკრიბოთ დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე - ხოშტარია უკრაინის სოლიდარობის აქციას აანონსებს

24-02-2022, 12:21 - 2022
511
       

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დღეს 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მივიდნენ.

„უნდა შევიკრიბოთ დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და ცოცხალი ჯაჭვით წავიდეთ რუსთაველზე. 21-ე საუკუნეში არ განმეორდება 100 წლის წინანდელი ისტორია, როდესაც ჩვენ ათწლეულები დავკარგეთ სისხლში, რამაც განვითარების პერსპექტივა შეგვიწყვიტა. 21-ე საუკუნეში დასავლეთი რის გაცილებით ძლიერი“, - განაცხადა ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები