ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე | დაშავდა 8 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე | დაშავდა 8 ადამიანი

6-01-2025, 11:39 - 2025
3 232
       

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, არასრულწლოვნებიც.
 
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები