სანქცირებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ვახტან გომელაურმა მოადგილედ დასანქცირებული შალვა თადუმაძე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.
თადუმაძე ლიეტუვისა და უკრაინის მიერ არის სანქცირებული. გომელაური კი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, ესტონეთმა, უკრაინამ, ასევე, აშშ-მა შეიყვანა მაგნიტსკის სიაში.