ყაველაშვილმა ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა

ყაველაშვილმა ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა

30-12-2024, 17:13 - 2024
4 202
       

საქართველოს არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
 
„ქართული ოცნების“ კანონის მიხედვით, პრეზიდენტს, ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.
 
გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები