ზელენსკიმ მსოფლიოს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა

ზელენსკიმ მსოფლიოს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა

24-02-2022, 11:16 - 2022
602
       

 ანდჯეი დუდას, ბორის ჯონსონსა, ოლაფ შოლცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, "ტვიტერზე" მიმართვას ავცელებს. 

მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პუტინის შეჩერება და ომი უკრაინასა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ პუტინი, ომი უკრაინასა და მსოფლიოს წინააღმდეგ უნდა შეაჩეროთ. პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია უნდა შეიქმნას. დაუყოვნებელი სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთს, თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოთ უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე, მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისაკენ“, - წერს ზელენსკი "ტვიტერზე"

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები