ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
ამის შესახებ, კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების - ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის - თავდასხმების პირისპირ აჩვენა“, - წერს ჯო უილსონი.