ვლადიმერ პუტინი - რუსეთის პასუხი მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე არასდროს გამოგიცდიათ

ვლადიმერ პუტინი - რუსეთის პასუხი მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე არასდროს გამოგიცდიათ

24-02-2022, 09:29 - 2022
1 937
       

ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს, რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქმედებები მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდია.

„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვინც შეიძლება ცდუნდეს და მიმდინარე პროცესებში გარედან ჩაერიოს. ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს და უფრო მეტიც, შეუქმნას რაიმე საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უკვე მიღებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი გაგონილი იქნება“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები