თბილისის მერი კახა კალაძე შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს შეხვდა, რომელიც რამზან კადიროვის მეგობარია.
ამის შესახებ ჩიმაევმა საკუთარ Instagram-ის ანგარიშზე დაწერა. სადაც იგი ასევე კალაძეს „თბილი მიღებისთვის“ მადლობას უზდის.
ჩეჩნური წარმოშობის ჩიმაევი კადიროვის ფავორიტი მებრძოლია, გავრცელებული სურათებით ჩიმაევი სადილობს და ვარჯიშობს კადიროვისა და მის ოჯახთან ერთად.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კადიროვმა ჩიმაევს უფასებს ერთგულებას და მას ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნის,მათ შორის რამდენიმე მერსედესის მანქანა, ფეშენებელური ვილა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში და ასე შემდეგ.