ე.წ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ე.წ. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა.
შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
დღეიდან, საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობაში სამი არალეგიტიმური ვიცე-პრემიერია - ლევან დავითაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და ვახტანგ გომელაური.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა და ფინანსური სანქციები დაუწესა, იქამდე კი გომელაური დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.