ესტონეთის მიერ სანქცირებული „ქართული ოცნება“ | სრული სია

ესტონეთის მიერ სანქცირებული „ქართული ოცნება“ | სრული სია

16-12-2024, 16:38 - 2024
1 757
       

ცნობილია იმ 14 პირის ვინაობა, ვისაც ესტონეთმა სანქციები დაუწესა.
 
სიაში არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები და მოსამართლეები.
 
ესტონეთმა დაასანქცირა:
 

  1. კობა ჩაგუნავა, მოსამართლე;
  2. გიორგი გაბიტაშვილი, პროკურორი;
  3. ნინო ენუქიძე, მოსამართლე;
  4. კახა კალაძე, თბილისის მერი;
  5. კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  6. ირაკლი კობახიძე, არალეგიტიმური პრემიერმინიტრი;
  7. გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
  8. მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი;
  9. ლელა მილდენბერგი, მოსამართლე;
  10. დიმიტრი სამხარაძე, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი;
  11. ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე;
  12. მანუჩარ ცაცუა, მოსამართლე;
  13. ზვიად ცეკვავა, მოსამართლე;
  14. თეა წულუკიანი, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი.

გუშინ, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები