„ქართული ოცნების” უდიპლომო პრეზიდენტი | მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნების” უდიპლომო პრეზიდენტი | მიხეილ ყაველაშვილი

15-12-2024, 00:47 - 2024
2 084
       

ოლიგარქის ერთპარტიულმა პარლამენტმა ქვეყნის მე-6 პრეზიდენტად პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
 
ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს მთავარსარდალი და პრეზიდენტი არა ხალხის არჩეული არამედ მმართველი პარტიის მიერ დანიშნული პირია. ასევე ისტორიაში პირველად, ქვეყანაში გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც უმაღლესი განათლება და დიპლომი არ გააჩნია.
 
მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ ის ნამდვილად წარმატებული ფეხბურთელი და სპორტსმენი იყო, ვიდრე პოლიტიკოსია.
 
სპორტში ყაველაშვილმა ქართველ ხალხს თავი ძალიან ბევრი წარმატებით დაამახსოვრა, რისი მაგალითიც არის მისი ტრანსფერი „მანჩესტერ სიტში“, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვით მის პოლიტიკურ კარიერაში. პოლიტიკაში ყაველაშვილი გვახსოვს ჯერ მმართველი პარტიის, შემდეგ კი ვითომ დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, ბილცსიტყვაობით, უცენზურობით, მისი ბევრი ფრაზა თუ გამონათქვამი არსებობს, სადაც აშკარად ნათელია ყაველაშვილის გაუნათლებლობის დონე, ყოველშემთხვევაში პოლიტიკაში.
 
ყაველაშვილის პოლიტიკური კარიერა ზუსტად მაშინ დაიწყო, როდესაც სპორტსმენი თავის პროფესიაში მართლაც, რომ წარმატების ზენიტში იყო. მისი პოლიტიკაში მოსვლით კი ყაველაშვილმა სპორტული კარიერაც და პოლიტიკურიც ერთდროულად დაანგრია.
 
2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, ზუსტად ამავე წელს მან მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, ალბათ სპორტულ კარიერაში მიხეილი უკეთესი პიროვნება იქნებოდა, ხალხის სიყვარულიც ექნებოდა და ნამდვილად მეტ წარმატებას მიაღწევდა, თუმცა მან კარიერა ფულში გაცვალა.
 
2016 წელს თბილისში, სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2020 წელსაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა. 2022 წელს კი ფორმალურად მმართველ პარტიას გამოეყო, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად ახალი პარტია „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბა, თუმცა 2024 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციაში შევიდა პარლამენტში. 
ყაველაშვილი იყო და არის დეპუტატი, რომელიც არც მმართველი პარტიის წევრობის დროს და მითუმეტეს ახალ პარტიაში გადასვლის შემდეგ, არ ერიდებოდა უხამსი სიტყვებით მოეხსენიებია ქვეყნის მოკავშირეები, ავრცელებდა უამრავ დეზინფორმაციას, რაც ქვეყნის მოკავშირეებთან ურთიერთობებს ბზარებს უჩენდა. პარლამენტში ყოფნის დროს ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც აქტიური იყო, არ ერიდებოდა არც ქალ დეპუტატებს. 
 
მიხეილ ყაველაშვილი არის „რუსული კანონის“ მხარდამჭერი, რუსული ნარატივის გამტარებელი დეპუტატი, რომელიც ღიად და დაუფარავად უპირისპირდება საქართველოს ევროპულ მომავალს და მომხრეა ბოდიშები უხადოს ოკუპანტ ქვეყანას, რადგან, როგორც მმართველი პარტიის უმრავლესობა, ისიც ფიქრობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენი ბრალია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები