მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, ტრავმატოლოგ განყოფილებაში გუშინ შეიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში.
მმართველმა პარტიამ ღარიბაშვილის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს მხარი იტკინა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
მმართველი პარტია უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.