ნედ პრაისი - სანქციები ჩვენი რეაგირების მხოლოდ დასაწყისია

ნედ პრაისი - სანქციები ჩვენი რეაგირების მხოლოდ დასაწყისია

24-02-2022, 01:46 - 2022
496
       

რუსეთს ვუპასუხეთ სწრაფად და გადამწყვეტად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მათი რეაგირების მხოლოდ დასაწყისია.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაიწყო. დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებიდან რამდენიმე საათში, ვლადიმერ პუტინმა ამ რეგიონებში შეიარაღებულ ძალებს შეჭრისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. მან მიიღო უკრაინის სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმის სხვა ზომებიც. ჩვენ ვუპასუხეთ სწრაფად და გადამწყვეტად, ერთ დღეზე ნაკლებ დროში, გამოვაცხადეთ სანქციების პირველი ნაწილი, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კანადიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები