"ოცნება" დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
"ოცნებას" ერთი სული აქვს, მიშა იყოს მუდმივად მისი ერთადერთი ოპონენტი. ამიტომ არის, რომ თუ რაიმე ხმები შეინარჩუნეს დღემდე, არის იმ ადამიანებისგან, ვისაც ის პერიოდი ახსოვს. დღეს ოცნება გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთი რამე, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას და ბიზნესის დამონებას, რაც ყველაფერი ხდება დღეს, დაუმატა რუსეთი. ამიტომ არის მიუღებელი და მიუღებელია ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობისთვის. დღეს ის ადამიანებიც კი, ვინც შეიძლება არჩევნების პერიოდშიც და გაყალბების გარეშეც აძლევდნენ ოცნებას ხალხს, მე დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების დიდი ნაწილი არაა მზად რუსეთის გზისთვის. არ უნდა, - განაცხადა პრეზიდენტმა.