თითქოს ცდილობენ ასიამოვნონ რუსეთს - იან კელი საქართველოს მთავრობაზე

თითქოს ცდილობენ ასიამოვნონ რუსეთს - იან კელი საქართველოს მთავრობაზე

24-02-2022, 01:11 - 2022
531
       

„მე მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი”, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯი გამოიყურება ისე, თითქოს მათ სურთ, რუსეთი ასიამოვნონ.

„მე მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც გამოიყურება ისე, თითქოს ისინი ცდილობენ ასიამოვნონ, ან შეიძლება უნდა ვთქვა, არ მოახდინონ რუსეთის პროვოცირება: მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უკან გაბრუნება, ჩემი აზრით, ძალიან რეტროგრადულია და არ შეესაბამება დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნის ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ უნდა დავინახოთ, როგორ უპასუხებს მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ამ შიშველ აგრესიას და ამ ძალიან მუქარისშემცველ ენას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, საქართველო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს“, - ამბობს კელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები