სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

5-12-2024, 18:01 - 2024
758
       

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებულიდან 3 სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.
 
„4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, - წერია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები