მარგველაშვილი: არ მგონია, რომ რუსეთის აგრესია საქართველოში მაინცდამაინც სამხედრო ფორმით განხორციელდება

მარგველაშვილი: არ მგონია, რომ რუსეთის აგრესია საქართველოში მაინცდამაინც სამხედრო ფორმით განხორციელდება
24-02-2022, 00:58 - 2022
1 022

არ მგონია, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ მაინცდამაინც სამხედრო ფორმით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება ეს საქართველოში სხვა ფორმით განხორციელდეს, მაგალითად „რუსული ხელისუფლების დასმა, რომელიც ბევრად უფრო კოშმარი იქნება, ვიდრე პირდაპირი დაპყრობა“. მარგველაშვილმა განმარტა, რომ როდესაც საქართველოში რუსული ხელისუფლების დასმაზე საუბრობს, ამ შემთხვევაში, ის არ გულისხმობს „ქართული ოცნებას.“

„საქართველოს თემის წამოწევა, ეს არის ის, რაც საქართველოს უნდა და ასევე, ლეტალური იარაღი იმისთვის, რომ ვიყოთ მზად მტრის დასახვედრად. თუმცა, მე არ მგონია, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ მაინცდამაინც სამხედრო ფორმით განხორციელდება და არ მგონია, რომ ეს იყოს კიდევ ერთი სამხედრო ინტერვენცია. ამას შესაძლოა სხვა ფორმა ჰქონდეს, შეიძლება იყოს საქართველოში ისეთი რუსული ხელისუფლების დასმა, რომელიც შესაძლოა ბევრად უფრო კოშმარი იყოს, ვიდრე პირდაპირი დაპყრობა. ყველაზე უფრო მძიმე არის, როდესაც შენიანივე ახორციელებს შენზე ტერორს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა