ჯო ბაიდენმა მის ადმინისტრაციას დაავალა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ისა და კორპორაციის თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესდეთ.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„დღეს ჩემს ადმინისტრაციას მივმართე, რომ Nord Stream 2-სა და მის კორპორატიულ ოფისებზე სანქციები დაწესდეს.
ეს ნაბიჯები ჩვენი სანქციების კიდევ ერთი ნაწილია უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.
როგორც ნათლად განვაცხადე, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს, ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას არ მოვერიდებით“, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.