„ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრთხე უკვე განხორციელდა ქვეყანაში 2008 წელს.
„ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება.
საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, ეს იყო ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ.
თავად უკრაინისთვის კი, რუსეთი ძალიან დიდი საფრთხეა. მე მართლაც ძალიან განვიცდი იქ მიმდინარე მოვლენებს.
მოგეხსენებათ, მე უკრაინაში ვიყავი ვიზიტით აგვისტოს თვეში, მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები და აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.