მიხეილ ჯანელიძე ე.წ. პრემიერ-მინისტრს საჯარო დისკუსიას სთავაზობს

მიხეილ ჯანელიძე ე.წ. პრემიერ-მინისტრს საჯარო დისკუსიას სთავაზობს

2-12-2024, 15:23 - 2024
479
       

„მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია“, - ამ შეთავაზებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ე.წ. პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
 
კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „სხვანაირად გაიგო“.
 
„მგონი, კარგად მიცნობთ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. თუ რაიმე შედეგს მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი“, - მიმართავს ჯანელიძე ირაკლი კობახიძეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები