კობახიძის მუქარა | საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან

კობახიძის მუქარა | საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან

2-12-2024, 15:04 - 2024
401

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი უწყებაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს.
 
მისი განცხადებით, სამინისტროს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ, ზეწოლა ხორციელდება.
 

„სასწრაფო ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან: ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა გია ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო… მიდით ხალხო იქ. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ადგილი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს! გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეთ პატრიოტ დიპლომატებს! მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საკუთარი პოზიციის გამო აიძულებენ დატოვონ სამსახური. არავითარ შემთხვევაში თქვენით არ დაწეროთ განცხადებები! ეგ დიდი შეცდომა იქნებოდა! თუ ვინმე უნდა წავიდეს, ეგ მოძალადეები არიან! იდექით მყარად და შეუდრეკლად! მთელი ქვეყანა თქვენს გვერდითაა! ერთად გავიმარჯვებთ!“, - წერს ზურაბ ბატიაშვილი.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა