მეთიუ ბრაიზა - როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ

მეთიუ ბრაიზა - როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ

23-02-2022, 18:56 - 2022
3 224
       

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს „სიტყვების თამაში“ აღარ გამოსდის.

მისი თქმით, დასავლეთისთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრა უკვე ნათელია, ამის დასაწყისი კი სწორედ ტერიტორიების ე.წ. „აღიარება“ და ჯავშანტექნიკის ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა გადააადგილებაა.

ბრაიზა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ახლა ყველა, მათ შორის მთავრობა, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები უნდა ახსენებდნენ მსოფლიოს, რომ ის, რასაც პუტინი უკრაინას უკეთებს, მან უკვე გაუკეთა საქართველოს.

„როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს იმის გამო, რომ ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი. 2008 წლის აგვისტოში ის ამბობდა, რომ შემდეგი კონკრეტულად ყირიმი იქნებოდა. ისევ და ისევ, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე. ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო. ახლა კი გვაქვს ეს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ომის საფრთხეს უქმნის ევროპის უმეტეს ტერიტორიას“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები