„მე თქვენთან ვარ და ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომელთანაც ერთად ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, იმიტომ, რომ მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი. იმიტომ, რომ არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე ვერ აირჩევს არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ვინც უნდა შემცვალოს მე. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.