„ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის გამო, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ემალება.
„ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა და თუ ეს ასე არ არის, ღარიბაშვილმა გააკეთოს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. ამ დღეების განმავლობაში ემალება პრეზიდენტ ზელენსკის ღარიბაშვილი და ერთი ადამიანს ნუ შესწირავენ ახალ ნურც სახელმწიფო ინტერესებსა და ნურც საქართველო უკრაინის მეგობრობას. ვხედავთ, რომ ჩირგვებშია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.