პარლამენტის პირველ სხდომაზე სახალხო დამცველი მივიდა

პარლამენტის პირველ სხდომაზე სახალხო დამცველი მივიდა

25-11-2024, 14:28 - 2024
1 064
       

პარლამენტის პირველ სხდომას, სახალხო დამცველი დაესწრო.


ლევან იოსელიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იჯდა.

ერთპარტიულმა პარლამენტმა მუშაობა დღეიდან დაიწყო. სხდომა უხუცესმა დეპუტატმა, ლადო კახაძემ გახსნა.

პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია - ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.

რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ის 17 წევრის შემადგენლობით იქმნება და უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე შეუწყდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები