ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მივიდა.
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება.
ივანიშვილი პირველ რიგებში, პრემიერის, კობახიძისა და პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შუაში ზის.
ივანიშვილის პარლამენტში მისვლისთვის, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.