პრემიერმა იუსტიციის, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

პრემიერმა იუსტიციის, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

25-11-2024, 14:21 - 2024
1 014
       

ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განახორციელა. 

კობახიძემ იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი წარადგინა, საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად,  დავით სონღულაშვილი.

სამივე მათგანის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს დღეს წარედგინება.  

რაც შეეხება ყოფილ მინისტრებს - რატი ბრეგაძეს, ილია დარჩიაშვილსა და ოთარ შამუგიას, კობახიძის თქმით, ისინი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებენ, თუმცა კონკრეტულად სად, ამაზე დღეს მას არ უსაუბრია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები