პრეზიდენტი - ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სახელმწიფო პარტიებზე მაღლა დავაყენოთ?

პრეზიდენტი - ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სახელმწიფო პარტიებზე მაღლა დავაყენოთ?
23-02-2022, 12:58 - 2022
555

„ნუთუ ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა და ხედვა მომავლის, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება?“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტი სვამს კითხვას, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სახელმწიფო პარტიებზე, პირად ინტერესებსა და სიძულვილზე მაღლა დავაყენოთ. მისი თქმით, ეროვნული თანხმობის გარეშე ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს. 

„ჩვენ ყველაფერს თუ ვაკეთებთ იმისთვის, რაც საჭიროა რომ ერ-ორ საუკუნეში შემდგომმა თაობებმა თქვან, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას გადავცეთ ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდათ მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეებს და სხვებს ვინც იბრძოდნენ. ნუთუ სკოლებში იმას ვასწავლით, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული, ნუთუ ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა და ხედვა მომავლის, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარში იყო ის სულისკვეთება, რომელიც გარეშე შეიძლება იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს მთავარი რაც ამოძრავებს. ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ დავაყენოთ, პარტიებზე ზემოთ და მივხვდეთ რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ვერ ვიქნებით ხვალ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა