ცესკოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 
 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
