პრეზიდენტი: დღეს ვართ დამოუკიდებელი და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო

პრეზიდენტი: დღეს ვართ დამოუკიდებელი და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო

23-02-2022, 12:50 - 2022
817
       

„სიზმრად ვნახე საქართველო, სისხლის ზღვაში ბანაობდა, დაფლეთილი   ჩვენი დროშა, კოჯრის მთაზე ქანაობდა - ამ ლექსით თუ სიმღერით გავიზარდე როგორც სხვა ემიგრანტები“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა, თუმცა დღეს საქართველო დამოუკიდებელია და ამას რუსეთმა ვერაფერი იყო და ვერც უზამს.

„ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა, ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენ მეგობარ უკრაინელებისთვის, როცა ათი ტერიტორიებში შედის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ რუსეთის გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების დამარცხებაა, ასე ჩანს და ასე არ არის, იმიტომ, რომ დღეს როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი კოჯრის მთაზე რომ ქანაობდა დროშა დღეს არის აღმართული ჩვენ ახალ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა შეუხებელია. ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებელი უკრაინის გვერდში. იუნკერებმა სინამდვილეში გამარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს მაგალითი, რომლითაც ჩვენ ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდეთ. რიცხოვნობას არ აქვს მნიშვნელობა, სიძლიერეს ქვეყნის და დიდი ან პატარა არაფერს ნიშნავს, თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს. ეს დღეს გლოვის დღე არ არის და არასდროს უნდა იყოს, ყველა ეს თარიღი ჩვენი გამარჯვების თარიღია, რამეთი დღეს ვართ დამოუკიდებელი და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერ უზამს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები