ხატია დეკანოიძე: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველო უნდა შეუერთდეს

ხატია დეკანოიძე: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველო უნდა შეუერთდეს

23-02-2022, 12:23 - 2022
665
       

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველოს სახელმწიფო უნდა შეუერთდეს”, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების დაწესება თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

„სანქციებს, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო უნდა შეუერთდეს იმიტომ, რომ ეს არის ცივილიზაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვაპირებთ კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში, რომელიც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე ადამიანი შევა, მათ შორის ეს იქნება იგივე ოკუპაციის კანონის დარღვევა, როგორც მაგალითად აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები