„საქართველოში მოქალაქეთა დიდი ბრძოლის შედეგად, ჩნება დეცენტრალიზაციის სივრცე - ერთი ნათელი სივრცე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა წერს.
როგორც ხარჩილავა აღნიშნავს, წალენჯიხში ის ძალაუფლებას უბრუნებს მოქალაქეს, ხდება მათთან ერთად თანამმართველი და საფუძველს უყრის რეგიონის მასშტაბით რეალურ თვითმმართველობას.
„წალენჯიხაში მიმდინარე სათემო საბჭოს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და განვითარებით ძალიან მნიშვნელოვანი, მომავლის პროექტია. შევეცდები ისევე ცხადად წარმოვადგინო ამ პროცესის მნიშვნელობა როგორც ავტორების ჩანაფიქრშია გააზრებული, ეს ჩანაფიქრი კი კაცობრიობის ნათელი დემოკრატიული გამოცდილებებით საზრდოობს.
ავტოკრატიულ მართვის პირობებში ადამიანი, არჩევნებიდან არჩევნებამდე, სრულიად ჩამოშორებულია საკუთარი ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მართვაში მონაწილეობას. ხელისუფლება მას უყურებს როგორც მხოლოდ საარჩევნო ხმას და მართვის პროცესში, ადგილებზე სრულიად მოშლილია საზოგადოებრივი კონტროლი, ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე. ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია თქვენი, როგორც მოქალაქის, მონაწილეობის გარეშე და ამიტომაც, ჩვენი მეგობრები, დემოკრატიული ქვეყნები, მოგვიწოდებენ დეცენტრალიზაციისკენ, რასაც გვავალდებულებს კიდევაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი „ევროპის თვითმმართველობის ქარტია“, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ არ განახორციელა, რადგან დეცენტრალიზაცია გამორიცხავს ძალაუფლების შემდგომ უზურპაციას და ხელისუფლებას, რომელიც მართავს და მიდის ავტოკრატიის გზით, არ ჭირდება მოქალაქე-ძალაუფლებაში თანაზიარი.
მაგრამ, საქართველოში მოქალაქეთა დიდი ბრძოლის შედეგად, ჩნება დეცენტრალიზაციის სივრცე. ერთი ნათელი სივრცე! წალენჯიხში, ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში, არჩეული მერი ძალაუფლებას უბრუნებს მოქალაქეს, ხდება მათთან ერთად თანამმართველი და საფუძველს უყრის რეგიონის მასშტაბით რეალურ თვითმმართველობას (თუნდაც)არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.
„წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტია“ გულისხმობს სწორედ მოქალაქეს, როგორც პარტნიორს, თანამმართველს. „ქარტიის“ ფარგლებში მიმდინარე სათემო საბჭოების არჩევნებმა ცხადად ანახა, რომ ადამიანებს წყურიათ დემოკრატიული პროცესები. ისინი თვითნაბადი ინტუიციით იბრუნებენ ძალაუფლებას და ხდებიან მათ მიერვე არჩეული ხელისუფლების ანგარიშმიმღებნი, ისინი აქტიურობენ, მოდიან არჩევნებზე და ისეთ განმარტებებსაც იძლევიან, რომ ვრწმუნდებით-ხალხის ნების და ხმის ჩახშობა შეუძლებელია!
თვითმმართველობა მყარდება აქ! როცა პასუხისმგებლობას გაიაზრებ შენი კუთხის და ადამიანის მიმართ, მაშინ იგრძნობ მთელი სიცხადით ამ დიდებული პროცესის მნიშვნელობას.
მალე მოხდება ახალარჩეული საბჭოების წარდგენა! მთელი ეს პროცესი ინიცირებულია, წალენჯიხის მეგობართა კლუბის“, ფარგლებში , დემოკრატიისა და თვითმმართველობის მიმართულებით, თანამდგომი „CIIC“-ის და(„სამოქალაქო ინიციატივებიაა და ინოვაციების ცენტრი“) წალენჯიხის მერიის მიერ.
პ.ს: „კრება სამცაცხვის ძირას“, ლეო ქიაჩელი გახსოვთ? ტრადიციაა ეს ყველაფერი და ჩვენ აღვადგენთ მთელი თავისი დიდებულებით!“, - წერს გია ხარჩილავა.