პარლამენტთან სცენას ამონტაჟებენ

პარლამენტთან სცენას ამონტაჟებენ

4-11-2024, 16:41 - 2024
1 423
       

პარლამენტთან სცენის მონტაჟი დაიწყო.
 
რუსთაველის გამზირზე, 19 საათზე დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ოპოზიციის სამოქმედო გეგმას მოისმენენ.
 
იქამდე კი, 5 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში პარლამენტის მიმართულებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები