ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას დღეს 18:00 საათზე გეგმავს

ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას დღეს 18:00 საათზე გეგმავს

1-11-2024, 15:39 - 2024
664
       

პროევროპული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან შესახვედრად ემზადება.
 
ელჩებთან შეხვედრა დღეს 18:00 საათზე „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში უნდა გაიმართოს.
 
არსებული ინფორმაციით, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები.
 
ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან ინფორმაციას 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, დასრულებულია მუშაობა ანგარიშზე, რომელშიც შესულია ყველა ის დარღვევა, რომელიც არჩევნების პროცესში დაფიქსირდა. მათი განცხადებით, ისინი კოორდინაციაში არიან როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები