კელი დეგნანი: 2008 წელს რუსული ომის სახელმძღვანელო პირველად ვიხილეთ

კელი დეგნანი: 2008 წელს რუსული ომის სახელმძღვანელო პირველად ვიხილეთ

23-02-2022, 10:25 - 2022
791
       

აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, 2008 წელს არსებობდა უზარმაზარი წნეხი, დეზინფორმაცია და სხვა ბევრი მიზანმიმართული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, რომ საქართველოსთვის შეექმნა რთული პირობები და ქართულ მხარეს გასჭირვებოდა პასუხის გაცემა.

როგორც ელჩი აღნიშნავს, მაშინ განვითარებული მოვლენები ყველასთვის მოულოდნელი იყო. დეგნანი ამბობს, რომ 2008 წელს რუსული ომის სახელმძღვანელო პირველად იხილეს. 

„მაშინ საქართველო რთული არჩევანის წინაშე დადგა, მაშინდელი ვითარება ჩვენთვის, ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ომის სახელმძღვანელო პირველად ვიხილეთ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქედან ვისწავლეთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამაზე დაკვირვება შესაძლებელია. ჩვენ ვცდილობთ, საჯაროდ მივუთითოთ რუსეთის მიერ უკრაინის პროვოცირების გამოგონილ არაერთ საბაბზე, ეს არის ის ყველაფერი, რაც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციაში ჩვენ სამოქმედო გეგმებს ვსახავთ და პუტინის გადაწყვეტილებებზე საპასუხო ნაბიჯებს ვამზადებთ 2008 წელს საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები