რუსი დამარცხებულია | ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია

რუსი დამარცხებულია | ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია

31-10-2024, 23:58 - 2024
12 714
       

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
 
ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დამაჯარებელად, 13:4 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
 
მსოფლიო პირველობაზე ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძეც (92 კგ) - ქართველი ჩემპიონობისთვის ლეგენდარულ ფალავანს, აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდება.
 
შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე დაეუფლნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები