ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო, რომელსაც აშშ და ევროკავშირი გაყალბებული არჩევნების გამო პრეზიდენტად არ აღიარებენ, ამბობს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ „სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება“ მოიპოვა.
მის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosty ავრცელებს.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება.
გასულ კვირას მათ მოიპოვეს სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება, საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით.
რას ამბობს შეერთებული შტატები? "მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ საქართველოში არჩევნების გამეორებას". გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს“, - თქვა მან.