ისრაელმა გაერო-ს სააგენტოს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედება აუკრძალა

ისრაელმა გაერო-ს სააგენტოს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედება აუკრძალა

29-10-2024, 10:33 - 2024
611
       

ისრაელის ქნესეთმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გაერო-ს პალესტინელთა დახმარებისა სააგენტოს (UNRWA) ისრაელში საქმიანობას კრძალავს.
 
The Times of Israel-ის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 92 დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი - წინააღმდეგი წავიდა.
 
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში UNRWA-ს თანამშრომლების 10 პროცენტზე მეტს კავშირი აქვს ტერორიზმთან და რომ ორგანიზაციის ეგიდით მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგულარულად აღძრავენ ისრაელის სიძულვილს და ადიდებენ ტერორს.
 
კანონპროექტის დამტკიცებამდე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მისი მიღება კატასტროფა იქნება, ხოლო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები