გერმანიის საგარეო: შეშფოთებულები ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევებზე

გერმანიის საგარეო: შეშფოთებულები ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევებზე

27-10-2024, 19:31 - 2024
554
       

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს განცხადებით ეხმიანება.
 
საგარეო უწყება წერს, რომ შეშფოთებულები არიან დარღვევებზე ცნობების გამო და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
 
„გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს. შეშფოთებულები ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევებზე ცნობების გამო, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს და გამოსწორდეს.
გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია.
არჩევნების შედეგების მართვა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე მის ევროპულ გზაზე“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები