უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 29 ოქტომბერს საქართველოში ჩამოდის.
ამის შესახებ ინოფრმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ“, - აღნიშნავენ მთავრობაში
გუშინ ვიქტორ ორბანმა პლატფორმა X-ზე ირაკლი კობახიძეს „აბსოლუტური გამარჯვება“ მიულოცა.